გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: მზია ზარნაძე (60002008345)
საგანი-ქართული
ენა და ლიტერატურა
სწავლების
საფეხური/კლასი:პირველი საფეხური, მეხუთე კლასი
მოსწავლეთა
პროფილი: კლასში არის 20 მოსწავლე, აქედან
1 სსსმ მოსწავლე
1.
გაკვეთილის თემა
|
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ,,ჰიმნი ქართულ ანბანს“, ინფორმაცია ქართული ანბანის
შესახებ
|
|
2.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები
|
გაკვეთილზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პოეტური
ტექსტის აღქმა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
ქართული ანბანის შესახებ ინფორმაციის გაგება
და მოკლე აღწერითი ტექსტის შექმნა მოცემულ
თემაზე.
V.1.
მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის
საწყის უნარს.
V.6.
მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადეკვატურად იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
მიზანი სსსმ მოსწავლისათვის: შეძლოს მხატვრულად წაკითხული ტექსტის მოსმენა;შეძლოს წაკითხული ლექსის ტაეპების გამეორება; დაასახელოს ანბანის რამდენიმე ასო; თვალსაჩინოებაზე შეძლოს დასახელებული ასოების ამოცნობა; ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში.
|
|
2.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ ნასწავლს: რა ისწავლეს ქართული დამწერლობის შესახებ,
გააცნობიერებენ, რომ ქართული
მწიგნობრობის შემომღებად მიჩნეულია მეფე
ფარნავაზი, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში მეფობდა.მოსწავლეებს განუვითარდებათ
კრიტიკული აზროვნება, ჯგუფური და წყვილებში მუშაობით ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მოახდენენ
ცოდნის შეჯამებას.
|
|
3.კლასის ორგანიზების ფორმები
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელ კლასთან
კითხვა-პასუხის რეჟიმით მუშაობა
|
|
4.გამოყენებული
მეთოდები
|
მუშაობა მთელ კლასთან, კითხვა-პასუხის ,
ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, გონებრივი
იერიშის, სალექსიკონო მუშაობა,
|
|
6.მიმდინარეობა
(აქტივობა
და დრო)
|
1.
ვაცნობ მოსწავლეებს
გაკვეთილის თემას და მიზანს. (3წთ)
2. საშინაო დავალების შემოწმება: (წერითი და ზეპირი) (10
წთ)
აქტივობა N1 -კითხვისთვის მზადება.
(5 წთ.)
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს
ეძლევა დავალება - გაიხსენონ რა იციან ქართული
ანბანის შესახებ. პასუხები აისახება ასოციაციურ რუკაზე.
შედგება 33 ასოსაგან
ძალიან ძველია
შესახებ
სახელმძღვანელოა დედაენა
სხვა ჩვენთვის ცნობილი ანბანისაგან
სსსმ მოსწავლე ჯგუფიდან
აღნიშნავს, რომ ქართული ანბანის შესახებ სახელმძღვანელოა დედაენა . სსსმ
მოსწავლის პასუხს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი
წერს ასოციაციურ რუკაზე.
აქტივობა N2 -
ტექსტის კითხვა: (10წთ)
ა)ტექსტს თავიდან ბოლომდე
გამომეტყველებით კითხულობს მასწავლებელი;
ბ)ტექსტს
გამომეტყველებით კითხულობს რამოდენიმე მოსწავლე;
გ)
წაკითხული ტექსტის ტაეპებს
იმეორებს სსსმ მოსწავლე.
აქტივობა N3
- ტექსტის ანალიზი: (8 წთ)
ა) ქართული ანბანი შეიქმნა 26 საუკუნის წინ.
ე.ი ქართული ანბანი ძალიან ძველია.
ამ
აზრის დასადასტურებლად მოსწავლეები გაიხსენებენ, რომ ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით
ქართული მწიგნობრობის შემომღებად
მიჩნეულია მეფე ფარნავაზი, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე IV-III
საუკუნეებში მეფობდა.
მოსწავლეები
აგრეთვე ხაზგასმით აკვირდებიან ტაეპს
,,მარად მზეებრ გვინათ“ და გამოთქვამენ თავიანთ თვალსაზრისს, თუ რატომ
მაინცდამაინც მზეს ადარებენ ქართულ ანბანს.
სსსმ
მოსწავლე ამ დროს აფერადებს მზეს(რომელიც სპეციალურად მისთვის
არის გამოჭრილი მასწავლებლის მიერ) და
გააკრავს დაფაზე
აქტივობა N4
- ძველი ქართული ანბანის გაცნობა
(წყვილებში მუშაობა) (4 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს
ანბანის გროვიდან ამოარჩიონ ძველი ქართული ანბანის ნიმუშები.
სსსმ
მოსწავლემ ამ დროს უნდა შემოავლოს პლასტელინის ზოლი უკვე ნასწავლ ანბანის სამ
ასოს.
აქტივობა N5
-ქართული ანბანის შესახებ სლაიდ შოუს
ჩვენება (4 წთ.)
აქტივობა N6- საშინაო დავალება(2 წთ.)
მთელი
კლასისათვის - ა)ლექსის ზეპირად სწავლა;
ბ)სავარჯიშო
N1, 5 კითხვაზე წერილობითი პასუხის
გაცემა.
სსსმ
მოსწავლისათვის - მოდელის მიხედვით ,,ჰიმნი ქართულ ანბანს“ დაწერტილებულ ნაცნობ ასოებს შემოავლოს კალამი.
აქტივობა N7
- შეფასება (2 წთ):
|
|
|
მოსწავლეთა შეფასება მოხდება მათი ჩართულობით, დაკვირვების
ანალიზის ობიექტი იქნებაწყვილებში
მუშაობა, ჯგუფებში მუშაობა და ზეპირი პრეზენტაცია.გამოვიყენებ
განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.
სსსმ მოსწავლის შეფასება მოხდება ინდივიდუალური გეგმიდან გამომდინარე, მისთვის
განკუთვნილი
აქტივობების შესრულების დონის მიხედვით.
|
|
|
დაფა,
ცარცი, წიგნი, კალამი, ბარათები, პლასტელინი,
მოძრავი ანბანი, მონიტორი
|
შეფასების რუბრიკა
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი (6-7 ქულა)
|
კარგი
(8ქულა)
|
ძალიან კარგი
(9-10 ქულა)
|
უჭირს ტექსტის გააზრება,
არ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე,
ჯგუფური მუშაობის დროს იჩენს პასიურობას
|
განხილული ტექსტის
ირგვლის შეუძლია საუბარი, პასუხობს მასწავლებლის
მიერ დასმულ კითხვებზე, მაგრამ ვერ ამყარებს
კავშირს სხვა დისციპლინებთან
|
კარგად ერთვება ჯგუფურ
მუშაობაში, იცნობს ძველი ქართული ანბანის
ასოებს, შეუძლია სალექსო სტრიქონების პერიფრაზირება,
მაგრამ უჭირს მასწავლებლის მიერ ქართული ანბანის ისტორიის შესახებ დასმულ
ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა
|
სრულად აღიქვამს
სასწავლო მასალას, კარად მუშაობს წყვილებში
და ჯგუფებსი, არის კარგი პრეზენტატორი, მოიძიებს მასალას ინტერნეტში, ამყარებს კავშირს სხვა დისციპლინებთან
|
Комментариев нет:
Отправить комментарий