ფოტოები


    2019 წლის 14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღეს, სასიამოვნო დამთხვევის შედეგად,  მისი მეხოტბე მგოსნის - შოთა რუსთაველის სახელობის წყაროსთან, გელათისაკენ მიმავალ გზაზე N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასის  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს პროექტი ,,წყლის ჯადოსნური ძალა“. მოსწავლეებმა  საინტერესოდ ისაუბრეს წყალზე, როგორც პლანეტის ,,დაუცხრომელ სანიტარზე“.
     მოსწავლეებს ფერად ფურცლებზე  წარმოდგენილი ჰქონდათ   შემდეგი  შინაარსის პლაკატები:
*** შოთას წყაროს ქიმიური შემადგენლობა;
*** წყლის შემადგენლობაში ქიმიური ელემენტების  სიჭარბით  გამოწვეული დაავადებების ცხრილი;
*** წყლის მნიშვნელობა სხვადასხვა ორგანოს  ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
     გამოცხადებული კონკურსის შედეგად  წარმოდგენილი  წყლის ეტიკეტის  5 ნიმუშიდან  ერთი ამოარჩიეს და გააკრეს ჭურჭელზე. სხვადასხვა  ფერის ჭიქებზე გააკრეს ეტიკეტი - ,,მე შოთას წყარო“.  მათ ამ  ჭიქებით წყალი მიაწოდეს  დამსწრე საზოგადოებას.
     მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ სტენდი, რომელიც ასახავდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს  ლაბორატორიაში მათ სტუმრობას. ლაბორატორიაში მისვლის მიზანი კი  წყლის ქიმიური შემადგენლობის დადგენა იყო.
     მოსწავლეებმა ასევე თავის ხელით დაამზადეს განსხვავებული ფერისა   და შინაარსის ბუკლეტები, რომლებიც  დაურიგეს  ღონისძიებაზე დამსწრე პედაგოგებს, მოსწავლეებს და  უბნის მცხოვრებლებს.




























2018 წლის 8-9 დეკემბერი

2018 წლის 8-9 დეკემბერს  საქართველოს მასწავლებელთა სახლში გაიმართა საგანმანათლებლო  ტექნოლოგიების კონფერენცია. მოვისმინეთ შესანიშნავი
მოხსენებები. აუდიტორიის წინაშე წარსდგა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი    მკვლევარები, გაიმართა პარალელური სესიები, სადაც მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების, დავათვალიერეთ ტექნოლოგიების გამოფენაც.
 21-ე  საუკუნეში, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა  ისეთივე აუცილებლობად განიხილება, როგორც წერა-კითხვა, სწავლებაში მათი გამოყენება უალტერნატივო მოთხოვნაა. სასიხარულოა, რომ  საქართველოში მასწავლებლების  დიდმა ნაწილმა  კარგად გააცნობიერეს ეს ახალი გამოწვევები ციფრული ტექნოლოგიებით  სწავლებაში. საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა სკოლებს შორის ურთიერთ თანამშრომლობას გადმოგვეცა სერტიფიკატები.
მადლობა მასწავლებელთა სახლს, ამ შესანიშნავი კონფერენციის მოწყობისათვის. 















უბრწყინვალესი მომხსენებელი ქალბატონი მაკა მახათაძე. საგანმანათლებლო  ტექნოლოგიების  კონფერენცია, 8-9 დეკემბერი, 2018 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий