პროექტები

                                            2019 წლის  22 აპრილი.
ინტეგრირებული პროექტი სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო                                                            სკოლაში
 2019 წლის 22 აპრილს ქუთაისის N8 საჯარო სკოლაში  (დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია), ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან  (დირექტორი ბ-ნი ომარ ლანჩავა)   ერთად განხორციელდა  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი   ინტეგრირებული პროექტი.
         სკოლის სააქტო დარბაზს ამშვენებდა   ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების  ფოტოგამოფენა ( გამოფენა მოამზადა  ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების კურატორმა  ქალბატონმა  ციცინო მუმლაძემ). გამოფენამ  საშუალება მოგვცა თვალი გადაგვევლო ქართული დამწერლობის განვითარების უწყვეტი გზისათვის,   ასევე ქართული  ანბანის, რომელიც თავის მხრივ   სამი სახის:  ასომთავრულის,  ნუსხურისა და მხედრულის  თანმიმდევრულ  მონაცვლეობას, ზოგჯერ კი  თანადროულ არსებობასაც გულისხმობს .     ფერად ფორმატში დაბეჭდილ ფოტოებზე ასახული იყო:  მე-10 ს.  ,,სახარება სამოციქულო“, იოანე ოქროპირი - ,,თარგმანება  იოანეს სახარებაჲ“ (1053 წ.),  იოანე ქსიფილინოსი - ,,მეტაფრასი“, რომელიც ითარგმნა გელათში - მე-11 საუკუნე,  ,,დოგმატიკონი“ - მე-12 საუკუნე,  რიონისა  (მე-12 ს.) და სამცხის (მე-16 ს.) ოთხთავები, ქუთაისის მუზეუმის მოხატული ხელნაწერები,  მოხატული  მინიატურული ხელნაწერი წიგნები (მე-15-მე-16 სს.), ასევე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა - სერგეი მესხის, გიორგი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის,  იაკობ გოგებაშვილის  ხელნაწერები ავტოგრაფებით, რომლებშიც ქართული ენისა და  გაუნათლებლობის ჭაობიდან ქართველი ხალხის გამოყვანაზე  არის საუბარი.
        გამოფენაში წარმოდგენილი ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების მნიშვნელობაზე   ისაუბრა პედაგოგმა მზია ზარნაძემ.  მან აუდიტორიას  მუზეუმის მოძრავი გამოფენის პარალელურად გააცნო  მე-12 კლასის მოსწავლის  სალომე გოტიაშვილის  მიერ შესრულებული კალიგრაფიული ნაშრომები (  იგი კალიგრაფთა კონკურსში  ოთხგზის გამარჯვებულია) და  ქალბატონი ზაირა კენჭაძის ინიციატივით და სკოლის მოსწავლეთა ძალებით გადაწერილი და  მხატვრულად გაფორმებული  ,,ვეფხისტყაოსანი“.
        გამოფენის  გაცნობის შემდეგ სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს თეატრალიზირებული  სცენარი - აკაკი წერეთლის ,,ღამურა“  (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა გოქაძე და კლასის ხელმძღვანელი - ელენე  გვენეტაძე).
       ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა გუნდმა  პედაგოგ თამილა გიგატაძის ხელმძღვანელობით.
         ბოლოს,  დამსწრე საზოგადოებას  და  მონაწილე მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა  პედაგოგებმა - მედეა გოქაძემ და ელენე გვენეტაძემ. ღონისძიებას მაღალი   შეაფასება  მისცა  სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა ჩხეტიამ. 



ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების  ფოტოგამოფენა N8 საჯარო სკოლაში



პედაგოგი მზია ზარნაძე


სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია, პედაგოგები: ნათია ხელიძე, მზია ზარნაძე, ელენე გვენეტაძე, თამილა გიგატაძე და მედეა გოქაძე



ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების  ფოტოგამოფენა N8 საჯარო სკოლაში

პედაგოგები:ელენე გვენეტაძე, მედეა გოქაძე და მზია ზარნაძე  ლიტერატურული თეატრის მონაწილეებთან


 გამოფენაში წარმოდგენილი ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნების მნიშვნელობაზე   საუბრობს  პედაგოგი  მზია ზარნაძე

 თეატრალიზირებული  სცენარის - აკაკი წერეთლის ,,ღამურას“ მონაწილეები


  თეატრალიზირებული  სცენარის - აკაკი წერეთლის ,,ღამურას“ მონაწილეები


ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების  ფოტოგამოფენა N8 საჯარო სკოლაში


2019  წლის 9 აპრილი

                                               9 აპრილი, ტკივილი და სიამაყე
      2019  წლის 9 აპრილს   ქუთაისის ისტორიულმა  მუზეუმმა, ქალაქ ქუთაისის N8 და N4 საჯარო სკოლებმა   (დირექორები: ბატონი ომარ ლანჩავა, ქალბატონი თეა ჩხეტია, ბატონი  ალექსანდრე მიქაუტაძე)   განახორციელა ინტეგრირებული  პროექტი ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე). ამ სულისკვეთებით  12 საათზე  პროექტის სამივე მხარე ვეწვიეთ  9 აპრილის მემორიალს ქალაქის ბულვარში. შევამკეთ ყვავილებით, ავანთეთ სანთლები, მუხლი მოვიყარეთ 9 აპრილის გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.  მოსწავლეებმა დიდი სიყვარულთ შეასრულეს  სიმღერები: ,,დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“, ,,შავლეგო“, ,,შენმა სურვილმა...“, ,,სამშობლო“, წაიკითხეს ლექსები.
       9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი ხალხი ოვაციებს ვერ მალავდა,   ყველას ჰქონდა სურვილი ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ჩვენს  ბავშვებთან სურათის გადაღების,  მათ მიერ შესრულებული გულშიჩამწვდომი სიმღერების კიდევ ერთხელ მოსმენის. იგივე სურვილს გამოთქვამდნენ  ჩვენი ქალაქის უცხოელი ვიზიტორები, მათ ჩაიწერეს  მემორიალთან  გამართული  ღონისძიების მთლიანი მიმდინარეობა, ჩვენთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
      მემორიალთან 9 აპრილის  გმირებისადმი პატივმიგების შემდეგ  პროექტის ყველა მონაწილე  13 საათზე გავემართეთ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის  დიდ საგამოფენო დარბაზში, სადაც   9 აპრილის გმირების მოსაგონარი გამოფენა - ,,ჯვარცმიდან თავისუფლებადე”,  მოაწყო მუზეუმის ახალი ისტორიის, ფოტოფონოფონდისა და განათლების განყოფილებამ. გამოფენაში წარმოდგენილი იყო აღნიშნულ განყოფილებაში დაცული: აფიშები, პლაკატები, ნივთიერი  და დოკუმენტური მასალები, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის პროფესორ გურამ გაბუნიას საოჯახო არქივიდან 9 აპრილის ამსახველი საარქივო მასალები, წიგნები.  მათი საშუალებით ნათლად გამოიკვეთა ქუთაისის საზოგადოებრიობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების  როლი 1989  წლის 9 აპრილის მონაწილეთა თანადგომის საქმეში.
         გამოფენა გახსნა მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების განყოფილების კოორდინატორმა ასოცირებულმა  პროფესორმა ქალბატონმა ლია გაბუნიამ,  მან იქ მყოფთ გაახსენა  9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, ის უდიდესი ტკივილი, რაც მთელმა ერმა იმ შავბნელ დღეებში განიცადა და რომელიც არასოდეს დაავიწყდება ქართველ ხალხს. ქალბატონმა ლიამ   მადლობა გადაუხადა გამოფენის მომწყობ ჯგუფს:  მუზეუმის თანამშრომლებს - მზია ზარნაძეს, ცისია გრიგოლავას, მარიამ მარჯანიშვილს და კახაბერ ქებულაძეს.  სიტყვებით გამოვიდნენ:  მზია ზარნაძე (სსიპ N8 საჯარო სკოლის პედაგოგი, მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი), მერაბ კეზევაძე (ეროვნული არქივის დირექტორი), ომარ ნიშნიანიძე (აწს უნივერსიტეტის პროფესორი),   რიტა წაქაძე და ემზარ ჭანტურიძე (ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის   საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები),  თამარ  ფანჩულიძე - მორჩაძე (ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე), ემზარ ჭიჭინაძე (პედაგოგი)  და კახაბერ ქებულაძე (აწს უნივერსიტეტის პროფესორი, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი). 
            ღონისძიებაში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს  ქალაქის N8 და N4 საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა: გიორგი და დათო ჭოხონელიძეებმა, გიგა სინატაშვილმა, გოგა სიმსივემ, ბექა ფრუიძემ,  თიკა კავთელაშვილმა, ნინო გოგაბერაშვილმა, თაკო ორთოვიძემ, ვასიკო ვაშაყმაძემ, ანა ხურციძემ,  თამარ და მარიამ ჩხიკვიშვილებმა. მათ შეასრულეს   9 აპრილის ჰიტად ქცეული  სიმღერები, რომლებიც ღონისძიებას  განსაკუთრებულობას, სევდასა და სიხარულს მატებდა.   ლიტერატურული მონტაჟით 9 აპრილის ტრაგედია  წარმოადგინეს ქუთაისის №8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:  ავთანდილ ჭიჭინაძემ, თამარ, საბა და მათე მორჩაძეებმა, მოსწავლეების მიერ გრძნობით წარმოთქმულმა სტროფებმა ბევრს ცრემლი მოჰგვარა. საგამოფენო დარბაზში ისმოდა მოსწავლეთა წკრიალა ხმებით წარმოთქმული დაღუპულ გმირთა სახელები, ექო თითქოს მეორედ და მესამედ იმეორებდა გმირთა  დაუვიწყარ სახელებს. დამსწრე საზოგადოებამ ცრემლებით გაიხსენა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, 9 აპრილის გმირი, ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. 
          საგამოფენო დარბაზს ამშვენებდა  დროშით და ანთებული სანთლებით ხელში  საპატიო ყარაულში მდგომი შავ ჩოხებში გამოწყობილი მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
        9 აპრილის გმირების  უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიება  შეაჯამა  ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნონა ქარციძემ.
       გამოფენამ და გამართულმა ღონისძიებამ საყოველთაო  მოწონება დაიმსახურა, სტუმრებმა  დიდი მადლობა გადაუხადეს ქუთაისის N8 და N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მასწავლებელს ქალბატონ თამილა გიგატაძეს, პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მშობლებს, ქალბატონებს: თეონა სიმსივეს, ლელა დიაკონიძეს, ნანა რობაქიძეს, სოფიო ბაქრაძეს, მაკა ხონელიძეს,  ბატონ ემზარ ჭიჭინაძეს. მსმენელებმა განსაკუთრებული  მადლიერება გამოთქვეს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  დირექტორის ბატონი ომარ ლანჩავას, გამოფენის ორგანიზატორებისა   და მთლიანად მუზეუმის კოლექტივის მიმართ, რომლებიც ყოველთვის ჩვეული ინტერესითა და გულმოდგინეობით აშუქებენ ქართველი ერის ცხოვრებაში მომხდარ  უმნიშვნელოვანეს   ეპიზოდებს. 
                                                                                      
                                                                 

პროექტის ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე" ავტორები:მზია ზარნაძე და თამილა გიგატაძე მონაწილეებთან ერთად ქალაქის ბულვარში 


9აპრილის მემორიალთან


პროექტის მონაწილეები:გიორგი ჭოხონელიძე, დავით ჭოხონელიძე, გოგა სიმსივე,  ავთანდილ ჭიჭინაძე, ბექა ფრუიძე, მათე მორჩაძე და საბა მორჩაძე

ტელეკომპანია მეგატივს ინტერვიუს აძლევს პედაგოგი მზია ზარნაძე (პროექტის ხელმძღვანელი)




მე-8 სკოლის მოსწავლეები 9 აპრილის მემორიალთან

ტელეკომპანია მეგატივს ინტერვიუს აძლევს პედაგოგი მზია ზარნაძე (პროექტის ხელმძღვანელი)

                      ტელეკომპანია მეგატივს ინტერვიუს აძლევს  გოგა სინატაშვილი
                                               (პროექტისმონაწილე, მე-11 კლასი) 


პროექტის მონაწილე მოსწავლეები, მშობელი თეონა სიმსივე და პედაგოგი მზია ზარნაძე ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში


ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები :ბექა ფრუიძე, გოგა სიმსივე, გიგა სინატაშვილი, გიორგი და დავით ჭოხონელიძეები, თიკა  კავთელაშვილი მუზეუმში

პედაგოგი მზია ზარნაძე და პროექტის მონაწილეები




ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მონაწილეები მუზეუმში

ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მონაწილეები მუზეუმში პედაგოგ თამილა გიგატაძესთან და ეროვნული მოძრაობის მონაწილე თამარ ფანჩულიძესთან ერთად
ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მონაწილეები მუზეუმში პედაგოგ თამილა გიგატაძესთან და ეროვნული მოძრაობის მონაწილე თამარ ფანჩულიძესთან და ემზარ ჭიჭინაძესთან   ერთად 

პროექტის  მონაწილე მოსწავლეები: მათე მორჩაძე, გოგა სიმსივე,  ავთანდილ ჭიჭინაძე და საბა მორჩაძე

პროექტის ავტორები, პედაგოგები:მზია ზარნაძე და თამილა გიგატაძე  მუზეუმში პროექტის მონაწილე მოსწავლეებტან ერთად











 




2018 წლის 30 მაისი.
 პროექტის პრეზენტაცია სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო                                                            სკოლაში
          2018 წლის 30 მაისს  სსიპ  ქალაქ ქუთაისის N 8 საჯარო სკოლის  მეტერთმეთე კლასის                                               მოსწავლეებმა   გამართეს  პროექტის ,,სასწავლო რესურსების შექმნა“, პრეზენტაცია ( პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი  პედაგოგი  მზია ზარნაძე). 
         პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით  საგანმანათლებლო სივრცეში არსებული  სასწავლო რესურსების გამდიდრება, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიური  ჩართვა,  ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოსწავლეთა მიერ, უკვე არსებული სასწავლო რესურსების მოძიება-გაცნობა, ამ მიზნის მისაღწევად საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული  ტექნიკის მოქნილად გამოყენება, მოსწავლეებში პროგრამით გათვალისწინებული მასალის მიმართ  ინტერესის გაღვივება და მხატვრულ ნაწარმოებზე სიღრმისეული წვდომის უნარის გამოსამუშავებლად, გადაცემულ მასალაში სათვალსაჩინო ეპიზოდების მოძიება. ამ მიზნით, ბავშვების თვალით დანახული გმირების, პეიზაჟების, ჩანახატების და ა. შ.  შექმნა,  სასწავლო რესურსების მოძიებით დაინტერესებულ ქვეყნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებსა  და მასწავლებლებზე, მდიდარი, დამხმარე სასწავლო რესურსის მიწოდება ინტერნეტ სივრცის საშუალებით,   ქართული ლიტერატურის  სწავლების მაღალ ხარისხში აყვანისათვის.
       პროექტის მონაწილეებმა  მე-8 სკოლის მოსწავლეებს,    სკოლის  დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს  ონლაინ რეჟიმში  აჩვენეს მათ მიერ შექმნილი  სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსი.  მოსწავლეებმა  ხალისით   წარმოადგინეს   ქართველი რომანტიკოსების ლექსებზე შექმნილი ვიქტორინები,   დააგროვეს   და ერთმანეთს გაეჯიბრნენ სწორად გაცემული პასუხების შესაბამისი ქულებით,   საინტერესო იყო  ქართველი მწერლებისა და პოეტების ფოტოებისა  და მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების სათაურების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება, ასევე  ანტონიმური წყვილების  მოძებნა,   აქვე აჩვენეს  რესურსი, რომელიც საშუალებას  მისცემს მოსწავლეებს კარგად გაერკვნენ   წინადადების სახეებში აგებულების მიხედვით.  მსმენელებზე განსაკუთრებით  შთაბეჭდილება მოახდინა  აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველმა  სლაიდ-შოუმ,  რომელიც გაფორმებული იყო  აკაკი წერეთლის ლექსზე ,,სულიკო“, ვარინკა წერეთლის მუსიკით, რომელსაც ასრულებდნენ  დები იშხნელები.  კადრი კადრს ცვლიდა, მელოდია მელოდიით იცვლებოდა, დარბაზში აკაკის ,,სულიკო“-ს მღეროდნენ მოსწავლეებიც, პედაგოგებიც, მშობლებიც.
    პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა  პასუხი გასცეს თვითშეფასების კითხვარს   და დაასაბუთეს არგუმენტებით თუ  როგორ იქნა მიღწეული  პროექტის მიზანი და  რამ შეუწყო ხელი მიზნის მიღწევას, ასევე  რა ისწავლეს და რისი მომტანი იყო მათთვის ეს პროექტი, მათ  შეაფასეს აგრეთვე,  თუ როგორ   შეასრულა პროექტის ხელმძღვანელობამ თავისი  მისია.
       პროექტის წევრებმა  სიამაყით აღნიშნეს,  რომ დასახული მიზანი მიღწეულია,  რომ   პროექტის მიმდინარეობის  შვიდი თვის მანძილზე შექმნილი აქვთ 30-მდე სასწავლო რესურსი.  აქვე  პროექტის მონაწილეებმა  გადაწყვიტეს  საგამანათლებლო მიზნით  ინტერნეტ სივრცეში  მუდმივი შევსების რეჟიმის მქონე   ელექტრონული გვერდის  შექმნა,  რომელზეც განათავსებენ   მრავალფეროვან სასწავლო - საგამანათლებლო მასალას   საჯარო სკოლების XI კლასში გამოსაყენებლად. 
      სიტყვაში გამოვიდნენ პროექტის  მონაწილე მოსწავლეები, პროექტის განმახორციელებელი საორგანიზაციო ჯგუფის წევრი მშობელი ქალბატონი ნანა ქათამაძე და პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი მზია ზარნაძე. 
       სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა ჩხეტიამ მაღალი შეფასება მისცა   პროექტს და აღნიშნა, რომ  დღევანდელი მოსწავლე თავისი უნარებით და შესაძლებლობებით სრულიად განსხვავდება იმ მოსწავლეებისაგან, რომლებსაც ათიოდე წლის წინ შეხვდებოდით. შეიცვალა მიდგომები სწავლა-სწავლების მიმართულებითაც. ახლა მოსწავლეს თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ლიტერატურა, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაზე და გაეცნოს მას უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. დროთა სვლის შესაბამისად გაიზარდა და შეიცვალა მასწავლებლის როლიც. დღევანდელი მასწავლებელი არ არის ინფორმაცის უბრალო გადამცემი, გადაცემულმა ინფორმაციამ  მოსწავლეს უნდა  ჩამოუყალიბოს,- კრიტიკული აზროვნება,  შემოქმედითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, ამიტომ მიმაჩნია, რომ განხორციელებული პროექტი  დიდი სარგებლის მომტანია როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. 
         პროექტის წარმატებულობაზე ისაუბრეს სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მალვინა ლაღიძემ და  სკოლის პედაგოგებმა: მედეა გოქაძემ და  ელენე გვენეტაძემ.
        სკოლაში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე მოხდა კალიგრაფთა კონკურსში  გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოებაც. გამარჯვებულებს  სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა ჩხეტიამ. 
          ბოლოს პრეზენტაციის მონაწილეებმა  გადაიღეს  სამახსოვრო სურათები.


                                 მზია ზარნაძე
       


                           



სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია და პროექტის  ,,სასწავლო რესურსების შექმნა" მონაწილეთა ერთი ჯგუფი




სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია, პედაგოგები: მარინე ელიაშვილი, ნანა თავაძე და პროექტის  ხელმძღვანელი  მზია ზარნაძე  მე-11 კლასის მოსწავლეებთან







 პროექტის  ხელმძღვანელი  მზია ზარნაძე  და პედაგოგი მარინე ელიაშვილი მე-11 კლასის მოსწავლეებთან


 პროექტის  ხელმძღვანელი  მზია ზარნაძე   კალიგრაფთა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად



სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია და  პედაგოგი მზია ზარნაძე პროექტის  ,,სასწავლო რესურსების შექმნა" მონაწილეთა ერთი ჯგუფთან




სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია და  პედაგოგი მზია ზარნაძე პროექტის  ,,სასწავლო რესურსების შექმნა" მონაწილეთა ერთი ჯგუფთან


სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია   კალიგრაფთა კონკურსში სპეციალური პრიზის მფლობელ მოსწავლე სალომე გოტიაშვილთან ერთად


                       პ რ ო ე ქ ტ ი

       ,,სასწავლო რესურსების შექმნა”
(სასწავლო რესურსები და მისი მნიშვნელობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში)
                გ ა ნ ა ც ხ ა დ ი ს  ფ ო რ მ ა
                      2017-2018 სასწავლო წელი
1
პროექტის სახელწოდება
,,სასწავლო რესურსების შექმნა”
(სასწავლო რესურსები და მისი მნიშვნელობა ქართული ენისა და ლიტერატურის                  სწავლებაში)


პროექტის დაწყების თარიღი
10  ნოემბერი. 2017 წელი.

პროექტის დასრულების თარიღი
10  მაისი. 2018 წელი.

პროექტის ხანგრძლივობა
6 თვე.

პროექტის განხორციელების არეალი
სსიპ ქალაქ ქუთაისის  №8 საჯარო სკოლა


პროექტის მოსარგებლეთა რიცხვი
ქვეყნის მე-11 კლასის  მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები

პროექტის ხელმძღვანელი.
მზია ზარნაძე-სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის წარჩინებული მასწავლებელი, წარმატებული მასწავლებლის ორდენის მფლობელი და 2008-2009 წლების პრეზიდენტის სტიპენდიატი. მცხ. ქალაქი ქუთაისი, ტყიბულის ქ. I შეს. №14. ტელ:577 67-42-67; ელ. ფოსტა:zarnadze.mzia@gmail.com.



  პროექტის განმხორციელებელი საორგანიზაციო ჯგუფის წევრი მშობლები.
1)ნანა ქათამაძე - მიქაუტაძე (მცხ. ქალაქი ქუთაისი, აზერბაიჯანის ქ. მე-3 შესახვევი  N5; ტელ: 592 41-01-50)
2) ინგა ლანჩავა - ფურცხვანიძე (მწვანეყვავილას ქ.N84; ტელ. 551 74-36-97)

  პროექტის განმხორციელებელი საორგანიზაციო ჯგუფის წევრი მოსწავლეები.
1) გიორგი მიქაუტაძე - ( აზერბაიჯანის ქ. მე-3 შესახვევი  N5; ტელ. 592 41-01-50)
2) ნინა კობერიძე  - (გაპონოვის ქ.N29; ტელ:568 53-48-48)


პროექტში მონაწილე მოსწავლეები.

1)ანა ლოსაბერიძე-(მცხ. ქალაქი ქუთაისი,კიბულის ქ.N37, ტელ:579 08-01-19);

2).სალომე ნიშნიანიძე - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, კიბულის ქ.N14, ტელ:598 55 57- 36);    

3)გიორგი გორგიძე- (მცხ. ქალაქი ქუთაისი,შიო არაგვისპირელის მე-4 შეს. N5, ტელ: 597 13-97-13);

4) ზურა ფურცხვანიძე -  მცხ. ქალაქი ქუთაისი,მწვანეყვავილას ქ.N84, ტელ: 579 10-81-24);

5) ირმა ანდღულაძე - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, კოსტავას ქ.N1; ტელ:557 73-49-36);

6) ნიკოლოზ გაგიშვილი  - (მცხ. ქალაქი ქუთაისი. გელათის ქ. მე-4 შეს. N1. ტელ: 592 39-58-58);

7) სალომე გოტიაშვილი  -( მცხ. ქალაქი ქუთაისი, დიმიტრი თავდადებულის ქ. N 34, ტელ: 592 09-07-63)

8) ნიკა ვარდანიძე - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, ბორის გაპონოვის ქ.N45);

9) გიორგი  სოლოღაშვილი - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, გელათის ქ. N29,ტელ: 579 11- 30-39);

10) ელდარ  სოლოღაშვილი - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, გელათის ქ. N29,ტელ: 592 09-40-50);

11) ლია ხეცურიანი - (მცხ. ქალაქი ქუთაისი, გელათის ქ. N29,ტელ: 571 05-30-06);

12) ოთარ გონჯილაშვილი -(მცხ. ქალაქი ქუთაისი, დიმიტრი თავდადებულის ქ. N 28, ტელ: 574 90-70)











                                           პრობლემის აღწერა:
           როდესაც ვსაუბრობთ ქართული ლიტერატურს სწავლებაში არსებულ პრობლემებზე,  ჯერი, პირველ ყოვლისა,  საგნის სწავლებაში არსებულ დამხმარე სასწავლო რესურსების ,,დეფიციტზე“ დგება. განსაკუთრებით ეს ითქმის მაღალი საფეხურის X-XII კლასებზე,   რომელთაგან  ჩვენს ინტერესში  ამ  ეტაპზე მხოლოდ XI კლასი შედის.
           აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში, ქართული ლიტერატურის სწავლების სივრცეში, პრობლემად ქცეული ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის დაძლევა პედაგოგის პასუხისმგებლობას, შრომას და განსაკუთრებულ ბეჯითობას საჭიროებს, რადგან მასწავლებელია სწორედ ის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ სასწავლო ტექსტითა და ცარიელი ხელებით დგას მოსწავლეების წინაშე. ასეთ პირობებში გადაცემული გაკვეთილი ნაკლებად ეფექტურია, ხოლო მიღწეული შედეგი არასაკმარისი.
           მასწავლებლის მიერ გადაცემული გაკვეთილი რომ ეფექტური  იყოს  და მიღწეული შედეგი საკმარისი, სხვა რიგ საკითხებთან ერთად უმნიშვნელოვანესია დღემდე არსებული სასწავლო რესურსის გამდიდრება და პრობლემის, ანუ,,ყამირის“ თანდათანობითი, ეპიზოდური გატეხვა, რადგან  ,,სიცარიელე“ საკმაოდ ღრმაა და მისი ამოვსება, ერთი ხელის მოსმით, პრაქტიკულად შეუძლებელია.
                                            პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია:

1)      მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით არსებული  სასწავლო რესურსის გამდიდრება ;
2)       მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიური  ჩართვა;
3)      ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოსწავლეთა მიერ, უკვე არსებული სასწავლო რესურსის მოძიება-გაცნობა. ამ მიზნის მისაღწევად საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული  ტექნიკის მოქნილად გამოყენება;
4)      მოსწავლეებში, პროგრამით გათვალისწინებული მასალის მიმართ   ინტერესის გასაღვივებლად და მხატვრულ ნაწარმოებზე სიღრმისეული წვდომის უნარის გამოსამუშავებლად, გადაცემულ მასალაში სათვალსაჩინო ეპიზოდების მოძიება. ამ მიზნით, ბავშვების თვალით დანახული გმირების, პეიზაჟების, ჩანახატების და ა. შ.  შექმნა;
5)      საგამანათლებლო-სასწავლო რესურსების მოძიებით დაინტერესებულ ქვეყნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მასწავლებლებზე, მდიდარი, დამხმარე სასწავლო რესურსის მიწოდება ინტერნეტ სივრცის საშუალებით.
6)      ქართული ლიტერატურის  სწავლების მაღალ ხარისხში აყვანა.




                                          მოსალოდნელი შედეგები:
  კიდევ უფრო გამდიდრდება არსებული სასწავლო რესურსი. ინტერნეტ სივრცის საშუალებით ბავშვები შეიძენენ  საჭირო მასალის მოძიების უნარს, გააღრმავებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მუშაობის გამოცდილებას. გააუმჯობესებენ წიგნზე მუშაობის ჩვევას და  მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოების კვლევის თვისებებს. სიღრმისეულად შეისწავლიან და შეუყვარდებათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ხასიათის მხატვრული ნაწარმოები. მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. ქვეყნის საჯარო სკოლების მე-11 კლასის მასწავლებლებს უკვე  ადვილად შეეძლებათ  დამუშავებული და ინტერნეტ სივრცეში განთავსებული სასწავლო რესურსის მოძიება და გამოყენება.
                                                აქტივობის შესაბამისობა მიზანთან:
1)პრობლემის მოსახსნელად სისტემატიურად მოხდება სკოლის  ტექნიკის კაბინეტში განთავსებული ტექნიკის გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება   დაეთმობა კინო-ვიდეო გაკვეთილების ორგანიზებას,  მასში მოსწავლეთა მონაწილეობასა და ჩართულობას.
       შეიქმნება სასწავლო ხასიათის მხატვრული, დოკუმენტარული, ამინაციური ფილმების  ისეთი ალბომი, რომელიც დამაჯერებლად უპასუხებს  მოსწავლეთა ინტერესებს და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დასახულ მიზანს, შესაძლებლობებს და ქართული ლიტერატურის წარმატებულ სწავლებას, რისთვისაც მოქნილად  იქნება  გამოყენებელი სკოლის ტექნიკის  კაბინეტში  მოქმედი პროექტორი.
      2)მხატვრული ნაწარმოების სწავლებისას, სასწავლო რესურსის გასამდიდრებლად, შეიქმნება მოსწავლეთა თვალით დანახული გმირთა პორტრეტები, პეიზაჟები, ემოციური მომენტების ამსახველი ჩანახატები. მოსწავლეთა შეხედულებებითა და გემოვნებით  მხატვრული ნაწარმოებებიდან ამოკრებილი, სტენდზე წარმოსაჩენი მასალები. დამზადდება სტენდები. მოხდება ნამუშევრების გამოფენა-შეფასება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით. მოსწავლეებს უხელმძღვანელებს, მათ ნამუშევრების წარმოჩენას და ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს ამ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება არა მარტო მოსწავლეთა წარმომადგენელები, არამედ მშობლებიც.
           მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი  განთავსდება  სკოლის  ბიბლიოთეკაში ,,თავისუფალი დაშვების თაროზე“ და ინტერნეტსივრცეში: სკოლის ბლოგზე - 8skolakutaisi.blogspot.com,  მასწავლებლის ბლოგზე- mziazarnadze2015.blogspot.com  და აიტვირთება პროგრამა იუტუბზე.
      მოსწავლეთა  ცოდნის,ასაკის,ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება:
         პროექტში მონაწილეობას მიიღებს  16-17 წლის XI კლასის მოსწავლეები. პროექტზე მუშაობის მთელი პერიოდი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს მოსწავლეებთან მუშაობის მრავალგვარ მეთოდს, მიდგომას, სტრატეგიას, პრობლემათა გადაჭრის სხვადასხვა გზებს... დაცული იქნება სწავლა/სწავლების ძირითადი პრინციპები: გაღრმავებული სწავლება, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, მოსწავლის ინტერესი, შესაძლებლობები, მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა. შ.
                                 პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
          პროექტის მიმდინარეობის შესახებ მონიტორინგი და შეფასება განხორციელდება მოსწავლეებთან პერიოდული შეხვედრების, საანგარიშო ხასიათის ზეპირი განცხადებების, ზეპირი პრეზენტაციების, დისკუსიების და მუშაობისას გამოვლენილი პრობლემატური საკითხების მსჯელობის საფუძველზე. ამასთან, პერიოდულად მოხდება ინტერნეტ სივრცეში მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალების და მათივე თვალით დანახული მხატვრული ნაწარმოებების ამა თუ იმ გმირთა პორტრეტების, პეიზაჟების, მხატვრულ ნაწარმოებით გადმოცემულ ემოციური მომენტების ამსახველი ჩანახატებისა და ა. შ. დათვალიერება-გაანალიზება. მონიტორინგისა და შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მოსწავლეთა მიერ მოძიებული და წარმოდგენილი მასალების ხარისხს.
 მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში,  დაგეგვმა-განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში:
           პროექტი საწავლო რესურსების მოძიება-შექმნის შესახებ თავიდან ბოლომდე ითვალისწინებს მოსწავლეთა ამ პროცესში ჩართვას. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო პროექტის იდეის განვითარებაში, არამედ პროექტის დაგეგმვა-განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში.
                                               პროექტის სტრუქტურა:
          ვფიქრობთ, პროექტის გეგმა მიზნობრივადაა სტრუქტურირებული და განსახორციელებლად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: პრობლემის აღწერას, პრობლემის მიზანს, მოსალოდნელ შედეგებს,აქტივობის შესაბამისობას მიზანთან. მოსწავლეთა ცოდნას, ასაკს, ინტერესსა და გამოცდილებას. პროექტის მონიტორინგსა და შეფასებას. პროექტის გეგმას, მოსწავლეთა ჩართულობას პროექტის იდეის  განვითარებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, რეფლექსიას პროექტის განხორციელებაზე და მიღწეული შედეგების გამოსავლენად მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარს.


                 მოსწავლეთა თვითშეფასების (ანომიმური) კითხვარი მიღწეული
                                         შედეგების გამოსავლენად

*** მიღწეული იქნა თუ არა პროექტის მიზანი? დაასაბუთეთ მოსაზრება;
*** რამ შეუწყო მიზნის მიღწევას ხელი?
**** რომელი სირთულეები შეგხვდათ? (შინაარსობრივი, ორგანიზატორული, ურთიერთობის დონეზე);
*** როგორ შეიძლებოდა პროექტის გაგრძელება?
*** თქვენთვის რისი მომტანი იყო? რა ისწავლეთ?
*** როგორ შეასრულა პროექტის ხელმძღვანელობამ თავისი როლი?
*** მოხდა თუ არა პროექტის განხორციელებისათვის შესაფერისი მეთოდების გამოყენება?
*** რა ისწავლეთ, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად პროექტიდან?
*** რა შეგვიძლია შემდეგი პროექტისათვის  უკეთ გავაკეთოთ?

                                    


                სასწავლო  პროექტის გეგმა:
N რიგზე
განსახორციელებელი
         საკითხები
შესრულების ადგილი
შესრულების დრო
შემსრულებელი
შენიშვნა
1.
ლექცია-საუბრები სკოლის XI  კლასის მოსწავლეებთან სასწავლო რესურსების მნიშვნელობის შესახებ
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2017  წ. ნოემბერი


მზია ზარნაძე




პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის  სამოქმედო გეგმის გაცნობა
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2017  წ. ნოემბერი


მზია ზარნაძე




საიტების: page_42.html?showComment=1509612814056
http://tpdc.ge/essentials გაცნობა მოსწავლეებისათვის
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა,

2017 წ.  ნოემბერი
მზია ზარნაძე



ბლოგების: http://codnakatedrebi.blogspot.com/p/blog-page_81.html

https://irmakravelidze1973.blogspot.com/p/blog გაცნობა მოსწავლეებისათვის
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2017 წ.  ნოემბერი
მზია ზარნაძე



ქართველი მწერლებისა და პოეტების შესახებ  ბიოგრაფიული ხასიათის მასალების მოკვლევა-მოძიება
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
2017 წ.  დეკემბერი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების ამსახველი მასალების მოკვლევა-მოძიება, საჭირო ეპიზოდების  wordi- ის პროგრამაში აკრება.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა
2017 წ.  დეკემბერი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


ქართველი მწერლებისა და პოეტების შესახებ  მოკვლეული ფოტომასალების  დასკანერება,  ფოტოშოპით დამუშავება
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
2017 წ.  დეკემბერი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალების შეფასება-მონიტორინგი
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
იანვარი
მ.ზარნაძე და პროექტის მონაწილე მოსწავლეები


ქართველ მწერალთა  შემოქმედებაში  მოსწავლის თვალით დანახული პორტრეტების, ჩანახატების, პეიზაჟების შექმნა,  ბრძნული აზრების ამოკრება
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
იანვარი-თებერვალი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


მოსწავლეთა ნამუშევრების  გამოფენა -კონკურსი. გამარჯვებულთა შეფასება-დაჯილდოვება
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
თებერვალი -მარტი
სკოლია ადმინისტრაცია,  პროექტის მონაწილე მოსწავლეები


ტესტური ხასიათის კითხვარების შედგენა  მე-11 კლასში შესასწავლ ქართველ მწერალთა შემოქმედებაზე


ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ. თებერვალი - მარტი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


POVER POINT-ის პროგრამის გამოყენებით  ქართველი მწერლების  ცხოვრების მნიშვნელოვან  ეპიზოდებზე  მოსწავლეთა მიერ მოკვლეული ფოტო და საარქივო მასალებით ,,სლაიდ შოუს“ შექმნა.
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
მარტი-აპრილი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


მოსწავლეთა მიერ  word-ის პროგრამაში  აკრებილი ტესტური ხასიათის  კითხვარებით  ვიქტორინებისა და სლაიდ-შოუების შედგენა
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
მარტი-აპრილი
პროექტის მონაწილე მოსწავლეები


პროექტზე მიმდინარე მუშაობის შესახებ საანგარიშო ხასიათის  ინფორმაციების მოსმენა
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

პერიოდულად
მ.ზარნაძე, პროექტის მონაწილე მოსწავლეები


მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარის შედგენა, მათი ანონიმური გამოკითხვა
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
მაისი
 მ.ზარნაძე და  პროექტის განმხორციელებელი საორგა-ნიზაციო ჯგუფის წევრი მშობლები.


პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ  შედგენილი სასწავლო რესურსების  პრეზენტაცია სკოლის  სააქტო დარბაზში. პროექტის საბოლოო  ანგარიში
ქუთაისის N8 საჯარო სკოლა

2018 წ.
მაისი
მ.ზარნაძე, პროექტის მონაწილე მოსწავლეები


             რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე:
           დღევანდელი მოსწავლე თავისი უნარებით და შესაძლებლობებით სრულიად განსხვავდება იმ მოსწავლეებისაგან, რომლებსაც ათიოდე წლის წინ შეხვდებოდით. შეიცვალა მიდგომები სწავლა-სწავლების მიმართულებითაც. ახლა მოსწავლეს თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ლიტერატურა, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაზე და გაეცნოს მას უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. დროთა სვლის შესაბამისად გაიზარდა და შეიცვალა მასწავლებლის როლიც. დღევანდელი მასწავლებელი არ არის ინფორმაცის უბრალო გადამცემი, მან მოსწავლეს უნდა  ჩამოუყალიბოს: 
                         1) კრიტიკული აზროვნება;               
                         2) პრობლემის გადაჭრის გზები;
                         3) საკუთარი სწავლების მართვა;
                        4) კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
                        5) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;
                        6) შემოქმედითობა და გამომგონებლობა;
                        7) მოქნილობა და ადაპტაცია.
        ცნობილია, რომ საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგამანათლებლო რესურსები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის მოტივაციის ამაღლების მიმართულებით, ამიტომაც საგამანათლებლო რესურს, როგორც ეფექტურად სწავლების უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
        ბუნებრივია, სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამავე დროს იგი უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს ჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც  მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას. საგამანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში ეხმარება. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს სასწავლო რესურსის მოპოვების გზები. მოძიებული დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში,  შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა. როდის არის მოძიებული მასალა სამიზნეს მოხვედრილი?...როცა იგი მოიძევა მოსწავლის ხელით და მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო ხდება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
         ისტ-ის გამოყენება, განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილის ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას. საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებული როლი უკავია ვიზუალურ მხარეს, ვინაიდან მოსწავლეებისათვის უფრო მარტივია თვალით ნანახის დამახსოვრება-დასწავლა.
           აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიერ სასწავლო რესურსი შეიძლება მოძიებული იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშეც, მათი თვალით დანახული ლიტერატურული გმირების, მხატვრული პეიზაჟების, ჩანახატების შექმნის შედეგად, რომელიც ისევე ეფექტურია სწავლებაში, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ბავშვებზე მიწოდებული მზა მასალა.
           ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია, რომ ,,სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგამანათლებლო  სასწავლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.“ რატომ მიიჩნევა ასე ?... იმიტომ, რომ:
                       1.  რესურსი ეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში;
                        2. არის მეტი თვალსაჩინოება;
                        3. სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო;
                         4. ხდება მოსწავლის მეტი ჩართულობა;
                         5. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;
                         6. ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
            ამრიგად, პროექტით დაგეგმილი ელექტრონული გვერდი იქმნება საგამანათლებლო მიზნით, ელექტრონული გვერდის გამოყენება შეეძლებათ, როგორც ქვეყნის მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.   ელექტრონულ გვერდზე, განთავსდება  მრავალფეროვანი  სასწავლო - საგამანათლებლო რესურსი საჯარო სკოლების XI კლასში გამოსაყენებლად. წარმოდგენილი ელექტრონული გვერდი, ჩვენს მიერ, მუდმივი შევსების რეჟიმში იქნება.



























                                 

                  პროექტი ,,ჩემი სკოლის მატიანე"

        2015 წლის  ოქტომბერში  ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა  და  ახალგაზრდობის სამსახურმა ქალაქის სკოლებისათვის გამოაცხადა კონკურსი ,,ჩემი სკოლის მატიანე”, რაშიც ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად აქტიურად ჩაერთო სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლაც  (დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია).  გავითავისეთ საკითხის  აქტუალობა, რადგან გაცნობიერებული გვქონდა, რომ  ქუთაისის სასწავლო დაწესებულებების ისტორია ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი  და თავმოყრილი არ არის, მიუხედავად მათზე  დიდი რაოდენობის საარქივო მასალების არსებობისა.
       გავეცანით კონკურსის დებულებას, მისი ჩატარების წესებსა და პირობებს და დავიწყეთ მასალების მოკრება სკოლის დაარსებიდან - 1938 წლიდან  და წარმოვადგინეთ 15 ბმულისაგან შედგენილი ბლოგი, რომელიც იტევს უამრავ ინფორმაციას  სკოლის დაარსებისა და გახსნის, მისი დირექტორების, ღვაწლმოსილი პედაგოგების, წარჩინებული კურსდამთავრებულების  (1940-2015 წლები)  შესახებ, ფართოდ (ორ ნაწილად) წარმოვაჩინეთ ფოტომატიანე(1938-2000 და 2000-2016 წწ.)
     
     კონკურსის  ,,ჩემი სკოლის მატიანე” შედეგები შეჯამდა 2016 წლის მაისში. პირველი ადგილი წილად ხვდა  სსიპ ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლას, მესამე ადგილზე გავიდა სსიპ ქალაქ ქუთაისის №22 საჯარო სკოლა, ჩვენი სკოლა,  სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლაც გამოვლინდა ერთ-ერთ გამარჯვებულ სკოლად, მიენიჭა მე-2 ადგილი და  გადაეცა ფულადი ჯილდო  400 ლარი.
     2016 წლის მაისში  ქალაქის ხელმძღვანელი მუშაკები, განათლების სამსახურის წარმომადგენლები, კონკურსში მონაწილე სკოლები, მათ შორის  სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლაც - დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია, ბლოგის ავტორი  მზია ზარნაძე და ექვსი წარმატებული მასწავლებელი, ქალაქის მერიის  სამსახურის მიერ  მიწვეულები ვიყავით  საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ  საღამოზე, სადაც  მოხდა გამარჯვებული სკოლების  ბლოგების პრეზენტაცია. ქალაქის მერმა ბ-მა შოთა მურღულიამ და  მერიის განათლების სამსახურის  წარმომადგენელმა  ქ-მა მაყვალა ქობულაძემ მიულოცეს როგორც გამარჯვებულ სკოლებს, ასევე მთლიანად  მთელი ქალაქის განათლების სისტემას ეს გამარჯვება და  აღნიშნეს, რომ კონკურსი კვლავ გრძელდება. ბოლო ეტაპი  დასრულდება წიგნის ,,ქ.ქუთაისის საჯარო სკოლების ისტორია” გამოცემით, რომელშიც ასახული იქნება ბლოგებზე განთავსებული ელექტრონული მასალები. მივესალმებით ამ ფაქტს, რადგან  ერთიან ფორმატში გამოცემული წიგნი საშუალებას მოგვცემს ერთ მთლიანობაში დავინახოთ ქუთაისის სასწავლო დაწესებულებები. ეს წიგნი იქნება პირველი, რომელშიც ახლებურად წარმოჩნდება ქალაქის საგანმანათლებლო სისტემის  ისტორიის მთლიანი სურათი.
           ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის ისტორიით დაინტერესებულ  პირებს შეუძლიათ  ინტერნეტ სივრცეში მისამართზე   8skolakutaisi.blogspot.com   გაეცნონ  ჩვენს მიერ შედგენილ ბლოგს.

სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია და ქალაქის მერი შოთა მურღულია


ქალაქის მერთან შეხვედრაზე ჯილდოს გადმოცემის დროს
















"საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"

ინტელის პროექტის ტრენინგის რეფლექსია
2015  წლის   სექტემბერში  ვესწრებოდი  ინტელის პროექტის ტრენინგის, რამაც დიდი სარგებლობა მომიტანა, ბევრი საინტერესო და გაკვეთილზე გამოსაყენებელი აქტივობები ვისწავლე.  ყოველი დღე შინაარსიანი და დატვირთული იყო.
  1დღე-.გავეცანით:ინტელის ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებსპროექტის გეგმის შაბლონსგანვიხილეთ პროექტების დაგეგმვა
   II დღე-.გავეცანითსასწავლო  ღონისძიებებს,ეფექტურად დაგეგმვას,პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტსშევქმენით პროშურის ნიმუშიგანვიხილეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის წესებს.
   III დღე- განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებიამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორებიეროვნული სასწავლო  გეგმიდან ამოვწერეთ 21- საუკუნის უნარებიდან ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები,რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისასდავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნებივისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
  IV დღე- დავუბრუნდი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და გეგმის შაბლონში შევიტანე,აგრეთვე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
   დღე- გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე.
   VI დღე- შევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაციაგანვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ   web2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლეთ კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება,პასუხების დათვალიერება.
    VII დღე- დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანადავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
    VIII დღე- გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომებიგავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.
IX დღე-  ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი      პორტფოლიოტრენინგი საჭირო უნარ-ჩვევების მომცემი იყო.



Комментариев нет:

Отправить комментарий