კონფერენციები


 2024 წლის 30 ივნის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა  ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  ჰელენ კელერისადმი მიძღვნილი მესამე რესპუბლიკური კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში, როგორც მხარდამჭერმა და ერთ-ერთმა მომხსენებელმა, მონაწილეობა  მიიღო მერვე საჯარო სკოლის უფროსმა სპეციალურმა მასწავლებელმა მზია ზარნაძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მუშაობაზე, რასაც N8 საჯარო  სკოლა  აკეთებს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტის - ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება“  ფარგლებში ინკლუზიური   განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.  

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ,,მუზეუმებით სწავლამ“  დიდი დახმარება შეუძლია გაუწიოს  მოსწავლეებს სასწავლო პროგრამების ათვისებაში, მეტყველების, სმენის, აზროვნების, როგორც კრიტიკული ასევე შემოქმედებითი,  ინფორმაციის გაგების და ზოგადად კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, პიროვნულ ზრდასა და სწორ თვითშეფასებაში.

მზია ზარნაძემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა პროექტში ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება“,  N8 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა  და  მიღებულ  უკუკავშირზე.  



   
მუზეუმის მეცნიერ მუშაკი,  N8 საჯარო სკოლის  სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე საუბრობს პროექტის ირგვლის ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება"



2024 წელი, 30 ივნისი. დარბაზი კონფერენციის მიმდინარეობის დროს


მუზეუმის მეცნიერ მუშაკი,  N8 საჯარო სკოლის  სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე საუბრობს პროექტის ირგვლის ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება"


მუზეუმის მეცნიერ მუშაკი,  N8 საჯარო სკოლის  სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე საუბრობს პროექტის ირგვლის ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება"

  


მუზეუმის მეცნიერ მუშაკი,  N8 საჯარო სკოლის  სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე საუბრობს პროექტის ირგვლის ,,მუზეუმი და ინკლუზიური განათლება"


2019 წლის 20 მაისს აწს უნივერსიტეტში გაიმართა   გაერთიანებული საქართველოს  პირველი მეფის  ბაგრატ III-ის გარდაცვალების 1005 წლისთავის, წმინდანად შერაცხვისა და  ხსენების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
       კონფერენციას ხელმძღვანელობდა აწს უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ისტორია-არქეოლოგიის  დეპარტამენტი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების  განყოფილება.

         კონფერენციას ამშვენებდა მუზეუმის   ფოტოფონო ფონდის  მიერ მოწყობილი გამოფენა ,,ქუთაისის ხედები დღეს და 100 წლის წინათ“ (პარალელები) - ჩვენება მონიტორზე ზარზმელი ბერების  გალობის თანხლებით. 







კონფერენციის მონაწილეები: უნივერსიტეტეის  პროფესორ მასწავლებლები, ისტორიული მუზეუმის  მეცნიერ მუშაკები, სკოლის პედაგოგები

პედაგოგი მზია ზარნაძე, ასოცირებული პროფესორები: ლია გაბუნია და ჯამბულ ქაშიბაძე


პედაგოგი მზია ზარნაძე  უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში


სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის  პედაგოგი მზია ზარნაძე საუბრობს კონფერენციის საგამოფენო დარბაზში მოწყობლი გამოფენების შესახებ


2018 წლის 8-9 დეკემბერს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით  მასწავლებელთა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

კონფერენციის  პირველი დღე - 2018 წ. 8 დეკემბერი


კონფერენციის  პირველი დღე - 2018 წ. 8 დეკემბერი

 კონფერენციის  პირველი დღე - 2018 წ. 8 დეკემბერი



                                კონფერენციის  პირველი დღე - 2018 წ. 8 დეკემბერი

სერტიფიკატი - კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობისათვის
  



2016 წლის 16-17   სექტემბერს  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში  გაიმართა  ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,მუზეუმი და კულტურის სტრატეგია".
მოხსენების თემა:  ,,პირველი ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრები  ქუთაისის მუზეუმში"(კატალოგი)-მზიაზარნაძე







2016 წლის 27- 28  ოქტომბერს გაიმართა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის  სერგი დანელიას ხსოვნისადმი  მიძღვნილი V სამეცნიერო კონფერენცია.

მოხსენების თემა:,,ქართველი ქალის სახე მონოგრაფიულ ნაშრომში ,,გმირი ქალი მათე ყაჩაღად წოდებული"













2016 წლის 28 ნოემბერს გაიმართა ქუთაისის ისტორიისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში.

           მოხსენების თემა: ,,სამმალიანი ხიდი ქუთაისში  და მისი ისტორიის ზოგიერთი ფურცელი"










Комментариев нет:

Отправить комментарий