2023 წელი. 2 აპრილი
2
აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა!
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში
მიმდინარე პროექტის ,,მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ ფარგლებში დიდ საგამოფენო დარბაზში,
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და მე-8 საჯარო სკოლის ორგანიზებით
მოეწყო გამოფენა ,,მე აქ ვარ“! გამოფენაში ნამუშევრები წარმოადგინეს ქუთაისის N8, N12,
N22; იმერეთის რეგიონის: მესხეთის, მუხიანის,
ხონის N2, თერჯოლის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
გამოფენის
მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს: თამთა ჩეჩელაშვილმა (სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის
ოფისის წარმომადგენლი), ნაზი სადილიანმა (მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი), ნათია ხელიძემ (ქუთაისის N8 საჯარო სკოლის დირექტორი),
ნონა ქარციძემ (ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე), ირინა ხუჯაძემ (ქუთაისის N12 საჯარო სკოლის უფროსი
სპეციალური მასწავლებელი), იზოლდა აფრიდონიძემ ( მუხიანის საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური
მასწავლებელი), მზია ზარნაძემ (მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი),
მაია ქებულაძემ (მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი).
გამოფენის მონაწილეებს მიმართა თერჯოლის
N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ერმოლენკომ,
რომელის პროექტში ,,მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ პირველი დღეებიდანვე ჩაერთო, მან დამთვალიერებელი გააოცა თავისი ხელით
შექმნილი ,,პერსონაჟებით“, რთული კონსტრუქციის
ნამუშევრებით, გააოცა ინდივიდუალური სტილითა
და ხედვის მანერით. გიორგიმ ისაუბრა, თუ როგორ ქმნის ნამუშევრებს და რა აქვს სამომავლოდ
დაგეგმილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მუზეუმმა პროექტის ფარგლებში მიიღო უკუკავშირი.
გიორგიმ გამოფენის ერთი ნაწილი დაუთმო მის
მიერვე შერჩეული სამუზეუმო ექსპონატების მულაჟებს, რომელიც მას საოცარი სინატიფით პლასტელინში
აქვს შესრულებული.
ძალიან საინტერესო იყო ქუთაისის მე-12
საჯარო სკოლის მე-7 კლასელი თორნიკე ბრეგვაძის აქტივობა. მას განსაკუთრებული უნარები
გააჩნია, შეუძლია ნებისმიერი პიროვნების მიერ ნებისმიერი წლისა და რიცხვის დასახელების შემდეგ თქვას, ამ წლისა და რიცხვის შესაბამისი დღე. ღონისძიების მონაწილეები მისი ამ ნიჭით გაოცებული
დარჩნენ. კიდევ უფრო საკვირველი იყო თორნიკეს მიერ ნათამაშები ჭადრაკის
პარტია მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა პატარიძესთან, საჭადრაკო დაფაზე
შეხედვის გარეშე (ზურგით იდგა ჭადრაკის დაფასთან)
მოგებული პარტია.
მუზეუმმა უკუკავშირი მიიღო მე-8 სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ნინი ცხადაძისგანაც.
სინატიფით შესრულებული იყო ნინის მიერ შექმნილი სამკაულები - ყელსაბამები, სამაჯურები
და ლამაზად გაფორმებული მინიატურული წიგნების ყდები. ისინი ნინის
მუზეუმის ხელნაწერთა და არქეოლოგიის განყოფილებაში სტუმრობის დროს შერჩეული ექსპონატების
იმიტაციით არის შესრულებული.
ღონისძიების
მონაწილეები გაახალისა მხარდამჭერი მერვესკოლელი თანაკლასელების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. პედაგოგ
სოფიო ბაქრაძესთან ერთად თეკლა ბეროძემ და
გუგა გელაძემ შეასრულეს ექსპრონტად მომზადებული
სიმღერა, ხოლო ძმებმა დავით და გიორგი ჭოხონელიძეებმა - ,,ჩემი საქართველო აქ არის“ და ,,ჰიმნი ქუთაისს“. იყო ტაში, ოვაციები, სიხარულის ცრემლი!
ბოლოს, ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის მადლობის სიგელები გადაეცა
გამოფენაში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მათ სპეციალურ მასწავლებლებს.
2022 წელი -ნინი გვილოცავს დედაენის დღეს
2021 წელი. 3 დეკემბერი
3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა! ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა საინტერესო გამოფენა, რომელიც ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დიდ საგამოფენო დარბაზში მოეწყო. გამოფენის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, ქუთაისის ამერიკული კუთხე და მე-8 საჯარო სკოლა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ცხადაძემ, მის ნამუშევრებს დიდი მოწონება ხვდა წილად, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ძალიან გულისხმიერ ქალბატონს ნატალია რუსაძეს. ნინიმ ძალიან გაიხარა და ბედნიერი იყო, გამოფენას ესწრებოდა ნინის მამა, ბატონი გიგა ცხადაძე. გამოფენის ორგანიზატორების მიერ ნინი დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო დამსწრე პედაგოგების მიერ ლამაზი საჩუქრით.
სკოლის მუზეუმისა და ამერიკული კუთხის ურთიერთანამშრომლობით მოწყობილ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მე-2, მე-12 და მე-19 სკოლებმა, ასევე იმერეთის რეგიონის - წითელხევის, მუხიანის, ხონის მე-2 და მე-3 სკოლების მოსწავლეებმა. გამოფენაში საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებმა.
გამოფენის ორგანიზატორები ულოცავს ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს მათ ჯანმრთელობას, წარმატებულ და ხარისხიან ცხოვრებას.
2020-2021 სასწავლო წელი, ინკლუზიური განათლება სკოლაში
2020 წელი - პანდემიის დროს ნინიმ შექმნა რესურსი და მაგალითი მისცა
ყველას, როგორ უნდა დაეცვათ თავი კორონა ვირუსისგან
2019 წლის 4 ივნისი - სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლაში
(დირექტორი ქ-ნი: თეა ჩხეტია) კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროექტი
განხორციელდა. ,,სახალისო ისტორია - ქართველ მეფეთა მეტსახელები“ (
ხელმძღვანელი პედაგოგი: ელენე გვენეტაძე) , რის შემდეგაც გაიმართა ლიტერატურული თეატრი ( ხელმძღვანელი პედაგოგი: მედეა გოქაძე). აღფრთოვანება, ოვაციები, არაჩვეულებრივი
შესრულება, უაღრესად საჭირო და სასარგებლო თემატიკა, პატრიოტული მუხტი,
საოცარი სიამაყის განცდა - აი, ის სიტყვები, რომელსაც დღესაც ვიმეორებთ წარმოდგენილი პროექტის მიმართ . ღონისძიებაში კლასელებთან ერთად ჩართული იყო სკოლის სსსმ მოსწავლე
გუგა. მან თავისი როლი ზედმიწევნით კარგად წარმოადგინა... გაიხარა და ჩვენც გაგვაბედნიერა...
ის ღონისძიებას ბიძასთან - ლერი აფრიდონიძესთან ერთად დაესწრო. ეს იყო სამი სოციალური სფეროს - სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, - ჰარმონიული ურთიერთანამშრომლობის რეალური მაგალითი.
მადლობა სკოლის დირექციას და ყველა
პედაგოგს კეთილგანწყობისა და გვერდით დგომისთვის, იმ სიყვარულისა და
სითბოსთვის რასაც ისინი იჩენენ გუგას მიმართ, მადლობა ჩემს
კოლეგებს - ელენეს და მედეას ასეთი შემოთავაზებისთვის ...
კიდევ მერამდენედ შემიძლია
გავიმეორო; ,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შესაძლებლობები
შეუზღუდავია“
სპეც.მასწავლებელი:მზია ზარნაძე, სსსმ მოსწავლე გუგა და გუგას
ბიძა-ლერი აფრიდონიძე
2018 წელი. ოქტომბერი - სსიპ ქალაქ
ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა
წელიწადის უმშვენიერესი დრო - შემოდგომა, ,,
ფესტივალით“ გავაცილეთ.
სკოლის სსსმ მოსწავლე ნინო ცხადაძე ,,შემოდგომის ფერია"
მასწავლებელი ნანა რობაქიძე, სსსმ მოსწავლე ნინო ცხადაძე,
სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე
2018 წელი. მაისი - მოეწყო სკოლის სსსმ მოსწავლე ნინო ცხადაძის
მიერ 2017-2018 წლებში შესრულებული, მისი ხელით დამზადებული სასწავლო
რესურსების გამოფენა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს კითხვის უნარების
განვითარებაში.
2018 წელი. აპრილი - მოეწყო სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო
სკოლის სსსმ მოსწავლეების გუგა ჯებაშვილის და ნინო
ცხადაძის ნამუშევრების გამოფენა ნიღბების თეატრის ვესტიბიულში.
(ვიზიტორები იყვნენ ქალაქისა და იმერეთის სკოლის მოსწავლეები).
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი I2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი II
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი III
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი IV
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი V
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VI
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VII
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VIII
2018 წელი. თებერვალი - მომზადდა
ვიდეორგოლი ,,ინკლუზიური განათლება ჩვენს სკოლაში“, რითაც მივიღეთ
მონაწილეობა შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ
კონკურსში ,,გაგვაცანი შენი სკოლა“. ვიდეორგოლი
ნათლად წარმოგვიდგენს იმ მიღწევებს, რომელიც გუგამ
განიცადა ინკლუზიურ განათლებაში ჩართვის შემდეგ.
გაზეთი ,,ახალი განათლება" N1, 2018 წელი, 18-24 იანვარი
გამორჩეული საახალწლო საღამო სკოლაში
2017 წლის 29 ნოემბერს საგანგებოდ მორთულ სკოლის სააქტო
დარბაზში გაიმართა საახალწლო-გასართობი საღამო, იყო სიტყვები, საახალწლო
მილოცვები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სკოლის ,,ჯადოქრებისგან"
საგანგებოდ დადგმული ნომრები ... მოულოდნელად გაისმა მუსიკის ხმა,
ფართოდ გაიღო სააქტო დარბაზის კარები და გამოჩნდა თოვლის ბაბუა
ხურჯინით და ხელში მიკროფონით, იგი მღეროდა წკრიალა მომაჯადოებელი ხმით,
ისეთით, იშვიათად რომ მღერიან :
,, ახალი წლის ღამეა და ყველა ელის ერთს...
ზოგი ნატრობს სიმდიდრეს და ზოგი კიდევ მეტს,
აქ სიყვარულს მოელიან, ჯანმრთელობას მხნეს,
ცხოვრებისგან მინიჭებულ ალალ-მართალ ბედს“...
ამ
განსაკუთრებული წკრიალა ხმით მომღერალს სულგანაბული უსმენდნენ...
სახეზე ყველას სიხარული და სიყვარული ჰქონდა აღბეჭდილი, რადგან ეს
გამაოგნებელი ხმა მათთვის ნაცნობი იყო... თოვლის ბაბუას
სამოსში გამოწყობილ მომღერალს სულ მალე მთელი დარბაზი აჰყვა, მღეროდა
მთელი სკოლა... მომღერალი დარბაზთან ერთად აგრძელებს:
,,ცარიელი ბეღელ-კარი ამოვსებოდეს,
ლხინი აქვს თუ გაჭირვება ემღერებოდეს...
საახალწლო დალოცვები არ მოკლებოდეს...
ახალი წლის ღამეა და ყველა ელის ბედს...“
გულში ჩამწვდომ
სიმღერას მაყურებლის მქუხარე ტაში მოჰყვა, ისმოდა
აპლოდისმენტები, ,,გუგა, გუგა, გუგა, გაუმარჯოს ჩვენს გუგას !“, ,,ჩვენი
გუგაჩო, ჩვენი გუგა!....“
სსსმ მოსწავლე გუგა ჯებაშვილი და საახალწლო ღონისძიების
პროდიუსერი პედაგოგი მედეა გოქაძე
სსსმ მოსწავლე გუგა ჯებაშვილი საახალწლო
ღონისძიებაზე თანაკლასელებთან ერთად
გუგას სკოლაში
ყველა ასაკის მოსწავლე იცნობს და ყველას უყვარს. იგი
სკოლის მე-8 კლასის სსსმ მოსწავლე გურამ
ჯებაშვილი გახლავთ. მას გამორჩეული ხმა აქვს და ლამაზი სიმღერებით ხშირად აჯილდოებს ხოლმე მსმენელებს.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში
მიმდინარე პროექტის ,,მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ ფარგლებში დიდ საგამოფენო დარბაზში,
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის, ქუთაისის ამერიკული კუთხისა და მე-8 საჯარო სკოლის ორგანიზებით
მოეწყო გამოფენა ,,მე აქ ვარ“! გამოფენაში ნამუშევრები წარმოადგინეს ქუთაისის N8, N12,
N22; იმერეთის რეგიონის: მესხეთის, მუხიანის,
ხონის N2, თერჯოლის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
გამოფენის
მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს: თამთა ჩეჩელაშვილმა (სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის
ოფისის წარმომადგენლი), ნაზი სადილიანმა (მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი), ნათია ხელიძემ (ქუთაისის N8 საჯარო სკოლის დირექტორი),
ნონა ქარციძემ (ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე), ირინა ხუჯაძემ (ქუთაისის N12 საჯარო სკოლის უფროსი
სპეციალური მასწავლებელი), იზოლდა აფრიდონიძემ ( მუხიანის საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური
მასწავლებელი), მზია ზარნაძემ (მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი),
მაია ქებულაძემ (მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი).
გამოფენის მონაწილეებს მიმართა თერჯოლის
N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ერმოლენკომ,
რომელის პროექტში ,,მუზეუმი და ინკლუზიური სწავლება“ პირველი დღეებიდანვე ჩაერთო, მან დამთვალიერებელი გააოცა თავისი ხელით
შექმნილი ,,პერსონაჟებით“, რთული კონსტრუქციის
ნამუშევრებით, გააოცა ინდივიდუალური სტილითა
და ხედვის მანერით. გიორგიმ ისაუბრა, თუ როგორ ქმნის ნამუშევრებს და რა აქვს სამომავლოდ
დაგეგმილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მუზეუმმა პროექტის ფარგლებში მიიღო უკუკავშირი.
გიორგიმ გამოფენის ერთი ნაწილი დაუთმო მის
მიერვე შერჩეული სამუზეუმო ექსპონატების მულაჟებს, რომელიც მას საოცარი სინატიფით პლასტელინში
აქვს შესრულებული.
ძალიან საინტერესო იყო ქუთაისის მე-12
საჯარო სკოლის მე-7 კლასელი თორნიკე ბრეგვაძის აქტივობა. მას განსაკუთრებული უნარები
გააჩნია, შეუძლია ნებისმიერი პიროვნების მიერ ნებისმიერი წლისა და რიცხვის დასახელების შემდეგ თქვას, ამ წლისა და რიცხვის შესაბამისი დღე. ღონისძიების მონაწილეები მისი ამ ნიჭით გაოცებული
დარჩნენ. კიდევ უფრო საკვირველი იყო თორნიკეს მიერ ნათამაშები ჭადრაკის
პარტია მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა პატარიძესთან, საჭადრაკო დაფაზე
შეხედვის გარეშე (ზურგით იდგა ჭადრაკის დაფასთან)
მოგებული პარტია.
მუზეუმმა უკუკავშირი მიიღო მე-8 სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ნინი ცხადაძისგანაც.
სინატიფით შესრულებული იყო ნინის მიერ შექმნილი სამკაულები - ყელსაბამები, სამაჯურები
და ლამაზად გაფორმებული მინიატურული წიგნების ყდები. ისინი ნინის
მუზეუმის ხელნაწერთა და არქეოლოგიის განყოფილებაში სტუმრობის დროს შერჩეული ექსპონატების
იმიტაციით არის შესრულებული.
ღონისძიების
მონაწილეები გაახალისა მხარდამჭერი მერვესკოლელი თანაკლასელების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. პედაგოგ
სოფიო ბაქრაძესთან ერთად თეკლა ბეროძემ და
გუგა გელაძემ შეასრულეს ექსპრონტად მომზადებული
სიმღერა, ხოლო ძმებმა დავით და გიორგი ჭოხონელიძეებმა - ,,ჩემი საქართველო აქ არის“ და ,,ჰიმნი ქუთაისს“. იყო ტაში, ოვაციები, სიხარულის ცრემლი!
ბოლოს, ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის მადლობის სიგელები გადაეცა
გამოფენაში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მათ სპეციალურ მასწავლებლებს.
3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა! ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა საინტერესო გამოფენა, რომელიც ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დიდ საგამოფენო დარბაზში მოეწყო. გამოფენის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, ქუთაისის ამერიკული კუთხე და მე-8 საჯარო სკოლა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ცხადაძემ, მის ნამუშევრებს დიდი მოწონება ხვდა წილად, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ძალიან გულისხმიერ ქალბატონს ნატალია რუსაძეს. ნინიმ ძალიან გაიხარა და ბედნიერი იყო, გამოფენას ესწრებოდა ნინის მამა, ბატონი გიგა ცხადაძე. გამოფენის ორგანიზატორების მიერ ნინი დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო დამსწრე პედაგოგების მიერ ლამაზი საჩუქრით.
სკოლის მუზეუმისა და ამერიკული კუთხის ურთიერთანამშრომლობით მოწყობილ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მე-2, მე-12 და მე-19 სკოლებმა, ასევე იმერეთის რეგიონის - წითელხევის, მუხიანის, ხონის მე-2 და მე-3 სკოლების მოსწავლეებმა. გამოფენაში საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებმა.
გამოფენის ორგანიზატორები ულოცავს ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს მათ ჯანმრთელობას, წარმატებულ და ხარისხიან ცხოვრებას.
სპეც.მასწავლებელი:მზია ზარნაძე, სსსმ მოსწავლე გუგა და გუგას ბიძა-ლერი აფრიდონიძე
2018 წელი. ოქტომბერი - სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა წელიწადის უმშვენიერესი დრო - შემოდგომა, ,, ფესტივალით“ გავაცილეთ.
მასწავლებელი ნანა რობაქიძე, სსსმ მოსწავლე ნინო ცხადაძე, სპეც.მასწავლებელი მზია ზარნაძე
2018 წელი. მაისი - მოეწყო სკოლის სსსმ მოსწავლე ნინო ცხადაძის მიერ 2017-2018 წლებში შესრულებული, მისი ხელით დამზადებული სასწავლო რესურსების გამოფენა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს კითხვის უნარების განვითარებაში.
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი V
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VI
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VII
2018-2019 სასწავლო წელს სკოლის სსსმ მოსწავლეებთან გაწეული მუშაობის ანგარიში - ნაწილი VIII
Комментариев нет:
Отправить комментарий